Saturday, February 28, 2015

 ჩემი პროექტის:''რთული წინადადების'' პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე

       მოვამზადეთ მოსწავლის დამხმარე რესურსი, რომელიც გამოგვადგება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობაში. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოgugl drive-ზე და გამოვაქვეყნეთ ბმულის სახით ბლოგზე.ამის მეშვეობით ნახავენ სხვები მხოლოდ დათვალიერების რეჟიმში. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩასმა, გაჯეტების ჩასმა. გავაკეთეტ ბლოგზე გვერდები და მნახველთა მთვლელი.

ტრენინგის მეშვიდე დღე


  •    ტრენინგის  მე-7 დღეს განვიხილეთ მე-5 მოდულის პირველი აქტივობა:მოსწავლეთა პროექტების შეფასება. დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მე-7 დღეს ვნახეთ შეფასების რუბრიკები, დავასრულეთ პროექტის გეგმა, გავაკეთეთ შეფასება ჩვენს გეგმაში და დავწერეთ დიფერენციალური შეფასება. ეს ცოდნა საშუალებას მომცემს პრაქტიკაში სწორად გამოვიყენო შეფასების სქემა.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

      ტრენინგის მეექვსე დღეს დავიწყეთ პროცედურებზე მუშაობა, ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე დადება. გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშებს და შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი.

Saturday, February 21, 2015

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე

  ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისაუბრეთ როგორ უნდა მოხდეს ბიბლიოგრაფიის შედგენა, ვიდეოების გადმოტანა ბლოგზე. ვისწავლეთ კომუნიკაციის დამყარება ინტერნეტის საშუალებით. დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის გეგმაზე. ეს ცოდნა საშუალებას მომცემს გავარჩიო საავტორო უფლებით დაცული ინორმაცია, გადმოვწერო სასურველი ვიდეო ჩემს ბლოგზე და ინტერნეტით შევძლო კომუნიკაციის დამყარება.

Friday, February 20, 2015

Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე

  ტრენინგის მესამე დღეს დავამზადეთ მშობლის ბუკლეტი, რომელიც  ინფორმაციას მიაწოდებს მშობელს პროექტის შესახებ. გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. დავწერეთ მიზნები და შედეგები 21-ე საუკუნის სიტყვების გამოყენებით. ვისწავლეთ:ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვების დასმა, რომლის გამოყენებითაც ჩვენი პროექტისთვის უნდა მოვიფიქროთ შესაბამისი კითხვები.


Sunday, February 8, 2015

ტრენინგის მეორე დღე


ტრენინგის მეორე  დღეს გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია ჩვენს ბლოგზე და და გავაკეთეთ კომენტარები. გავეცანით პუბლიკაციების მომზადებას და დავიწყეთ ბროშურის მომზადება. ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები და გავაფორმეთ პირველი გვერდი.
გავეცანით ერთმანეთის პროექტის თემებს და შევავსეთ ბროშურის პირველი გვერდი.

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით სახელმძღვანელოს tpdc.ge\essentials\ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებს,   გავხსენით ელექტრონული ფოსტა, საქაღალდე და ბლოგი.